,,მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის  განცხადებით, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოზე უსამართლობაა. მისი თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რუსეთის სამხედრო აგრესაიმ განაპირობა.

,,როდესაც მოხდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს ძალიან კარგია, რადგან მათთვის ეს იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში, უკრაინისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რუსეთის აგრესია მიდის და ელემენტარული მორალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებოდა ამ ხალხს და მივესალმებით, ასევე, მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელსაც უკრაინის შემდეგ, ყველაზე მძიმედ დაატყდა თავს ომი. საქართველოს შემთხვევაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება დავარქვათ უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმაც პირდაპირ თქვა ერთი: რომ არ იყოს ომი უკრაინაში ალბათ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეორე: მან ახსენა გეოგრაფია. გეოგრაფია იყო ის საკითხი, რომელიც ბევრჯერ გამხდარა ჩვენი მეგობრების მხრიდან მინიშნებების საფუძველი მაგალითად, მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანების საფუძველი, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან, მაგრამ სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი, ამიტომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები