,,მთავარი რეკომენდაცია არის ერთპარტიული მმართველობის დასრულება”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, არსებულ ვითარებაში ვერ შესრულდება. მისი თქმით, მთავარი რეკომენდაცია ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა.

„გამორიცხულია ეს რეკომენდაციები შესრულდეს ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ჩვენ ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი რეკომენდაცია, რასაც გვაძლევენ, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა. ყველა სხვა სიმპტომი აქედან გამომდინარეობს. ამის დასრულებას სხვა ტიპის აქტივობა, მუშაობა სჭირდება და არა ის, რისთვისაც ახლა ხელისუფლება ან ოპოზიცია მზადაა. გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება. ამ იდეით უნდა მოხდეს ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება. ჩვენი იდეა უნდა მოვიფიქროთ, საქართველოში როგორი წესრიგი იქნება ისეთი, სადაც არასოდეს ქვეყანას ერთპარტიულად ვერავინ მართავს. ამას ევროპელებს თუ ვეტყვით და მათგან პირობას მივიღებთ, რომ თუ ამას გააკეთებთ ევროპაში შედიხართ, მაშინ ამის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ ჯერ იდეა უნდა მოვიფიქროთ და ეს იდეა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები