,,უკრაინას რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თმით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, წამახალისებელი ავანსია.

„მოლდოვას და უკრაინას აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ევროკომისია ევროკავშირს მიმართავს რეკომენდაციით, რომ მათაც მიენიჭოს პერსპექტივა და ასევე სტატუსი. ანუ, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი“ ,- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები