,,ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის, ყველა მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, ,,ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას-ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. მეგობრებო, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას ვუსურვებ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები