„ურსულა დეიდამ ისიც კი თქვა, რომ უკრაინელები იხოცებიან კიდეც ევროკავშირის წევრობისთვისო“ – მედვედევი ქილიკობს

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით ქილიკით პასუხობს. როგორც რუსი მაღალჩინოსანი აცხადებს,  „ურსულა დეიდამ“ მხოლოდ თქვა და ამით დამთავრდა ყველაფერი.

მისივე შეფასებით, მსოფლიოს ბედნიერებას მხოლოდ შელოცვა აკლია.

„ვითარება, რომელიც კავშირშია „მსოფლიო ბედნიერებასთან“  შელოცვას მაგოებს, რომელიც ევროკავშირმა უკრაინის წევრობისთვის გააკეთა. დიახ, დაჰპირდნენ,  თან დაჰპირდნენ „მალორასიას“,  საქართველოსაც კი არა. დაჰპირდნენ გარკვეული პირობებით, რომ უკეთესები უნდა გახდნენ, სუფთები უნდა იყვნენ, ნაკლებად კორუმპირებულები და უფრო განვითარებულები, განათლებულები. ურსულა დეიდამ ისიც კი თქვა, რომ უკრაინელები იხოცებიან კიდეც ევროკავშირის წევრობისთვისო ამით  და მორჩა“, – ასე ქილიკობს მედვედევი.

ის ევროკავშირის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დს ამბობს, რომ შესაძლოა მალეც გაქრეს.

„იქნებ ევროკავშირი მაგ დროისთვის გაქრეს… გაფიქრებაც კი საშიშია, რა სკანდალი მოხდება. არა და, რამხელა მსხვერპლია გაღებული სამსხვერპლოზე ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საცოდავ უკრაინელებს რამხელა ტყუილი ელით? თვალი არ ეცეთ“ , – წერს მედვედევი და აღნიშნავს რომ ხეზე აკაკუნებს.

 

მსგავსი თემები