„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს, როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, პუტინი ამ ომს ვერ  მოიგებს.

„არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. შესაძლოა, ამას წლებიც დასჭირდეს. არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით… რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის არ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები