სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა, დამნაშავე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მან სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ლ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს“ – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები