,,რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა”- მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს. სააკაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.

,,ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა.
ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ. 20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები