,,დაკლებულია წონაში, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ”- გიული ალასანია

კლინიკა ,,ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა. სააკაშვილის დედის განცხადებით,  ყოფილი პრეზიდენტს ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ საშინელი განწყობა აქვს.

,,ბოლოს და ბოლოს იმედია, წარმოგვიდგენენ ექიმები დიაგნოზს და გვეცოდინება უფრო ზუსტად. ისე, დაკლებულია წონაში. რაც შეეხება მის განწყობას, რა თქმა უნდა, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ, ის რაც მოხდა გუშინ, მიაჩნია, რომ ესაა ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ცოტა დრო გვაქვს და ძალიან უნდა ვიყოჩაღოთ, რომ იქნება კიდევ რაღაცას მივაღწიოთ”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები