,,პერსპექტივას ძალიან რთულად ვხედავ, მაგრამ ფაქტია, ეს ქვეყანას სჭირდება”- გიორგი ვოლსკი

,,პირადად მე, პერსპექტივას ძალიან რთულად ვხედავ, მაგრამ ფაქტია, ეს ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა ვეცადოთ“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ  განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ევროკომისიის მხრიდან, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ეს არის ძალიან მაღალი სტატუსი, გამომდინარე სიტუაციიდან, გეოპოლიტიკიდან, გეოგრაფიიდან, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა. რა თქმა უნდა, უკრაინა ოკუპანტთან ამ სისხლისმღვრელ ომშია ჩართული, ისევე როგორც მოლდოვა, რომელიც უკრაინიდან ძალიან დიდი რაოდენობით დევნილებს იღებს და რა თქმა უნდა, მეტი შეღავათი აქვს.

კონსოლიდაციაზე დაიწყო საუბარი და უკვე რამდენიმე წუთი იყო გასული კვლავ დაპირისპირებაზე, პოლიტიკურ სპეკულაციაზე, აქციებსა და რევოლუციური პროცესის განვითარებაზე დაიწყო საუბარი (ოპოზიციამ). ძალიან რთულია საუბარი ამ შემთხვევაში. პირადად მე, პერსპექტივას ძალიან რთულად ვხედავ, მაგრამ ფაქტია, ეს ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა ვეცადოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები