,,დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს?”- ირლანდიელი სენატორი

ირლანდიელი დამოუკიდებელი სენატორი ჯერარდ კროგველი, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით.

„მოხარული ვარ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხილვით. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირში მაშინ ისინი მივატოვეთ, რატომ ახლა?“, – წერს „ტვიტერზე“ ირლანდიელი სენატორი. ​​

მსგავსი თემები