,,ძირითადი დიაგნოზი არის შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება”- ოთარ თოიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დასკვნის ნაწილი უკვე მზადაა. ექიმ ოთარ თოიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს შიმშილის ნიადაგზე, სხვადასხვა ფუნქციები და ორგანოები დაუზინდა.

,,ექსპერტიზის ძირითადი სამუშაო შესრულებულია, დიაგნოზები ეტაპების მიხედვით ცნობილია. ძირითადი დიაგნოზი მისი არის შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ტვინის დაზიანება. ტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე, ეს გათვალისწინებული არ იქნა სამედიცინო პერსონალის მიერ. მთელი რიგი დანიშნულებისა და გამოკვლევისა, რომელიც დანიშნული იყო, არ გაკეთდა და რაც გაკეთდა თითქმის 6 თვის დაგვიანებით. ამ ახალმა გამოკვლევამ ნათელი შეიტანა, ზოგიერთი, მანამდე ჩვენთვის გაუგებარი სინდრომის წარმოშობაში, კერძოდ, ნანახი იქნა დაზიანება ზურგის ტვინის დონეზე, ნანახი იქნა ცვლილებები თავის ტვინში, რომლითაც შესაძლებელია აიხსნას მისი სიმპტომური დაზიანება”,- განაცხადა ოთარ თოიძემ.

მსგავსი თემები