,,ნურავინ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ეს ოლიგარქიას ნიშნავს”- მიხეილ სარჯველაძე

,,პრიმიტიულად ნურავინ მიუდგება და ნუ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ნახსენები დეოლიგარქიზაცია, ბიძინა ივანიშვილს არ უკავშირდება.

,,ოლიგარქიაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტიული ინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არავითარი საფუძველი იმაზე საუბრისთვის, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი, რამენაირად შეიძლება იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ არ არსებობს.
პრიმიტიულად ნურავინ მიუდგება და ნუ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს. არსებობენ პოლიტიკოსები საქართველოში, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებენ, დასახელდა გვარები, მაგალითად როგორიც არის კეზერაშვილი”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები