უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 323 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 323 ბავშვი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 583-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 301, ხარკოვის ოლქში – 170, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები