„მოგიწოდებთ ყველა პატრიოტს, დატოვეთ „ოცნება“, დატოვეთ რუსეთის უკანა ნალი!“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

„სუსტი ლეგიტიმაციის მქონე „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია, რადგან ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ევროკავშირის  კანდიდატი  ქვეყნის სტატუსი არ მიეღო, რასაც ახლა წარმატებად ასაღებენ. „ქართული ოცნება“ არ მართავს საქართველოს,  ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც მიიტაცა ქვეყანა – უფრო ზუსტად, ქართველმა ხალხმა ნება დართო ოლიგარქს, მიეტაცებინა ქვეყანა.  ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს  – ქართველი ხალხის ბრალია, რომ ოლიგარქი თავზე დავისვით!

რაც შეეხება გეოგრაფიას:  დიახაც, საქართველო ევროპაა, ჭორვილელი ოლიგარქი კი პუტინისტური რუსეთის უკანა ნალია! მოგიწოდებთ ყველა პატრიოტს, დატოვეთ „ოცნება“, დატოვეთ რუსეთის უკანა ნალი!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები