,,საბჭოთა კავშირი – რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი ისტორიული რუსეთია.

„ნამდვილად ასეა. საჯაროდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვსაუბრობდი. საბჭოთა კავშირი – რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი. ასე გამოვიდა, რომ მან არსებობა შეწყვიტა. მინდა, ხაზი გავუსვა ამას – ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით უახლეს ისტორიაში სუვერენიზაციის პროცესებს, რომლებიც ხდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები