,,ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  20 ივნისს დაგეგმილ აქციას არ დაესწრება.

„მინდა, გითხრათ, რომ მივესალმები ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. რაც შეეხება ჩემს ყოფნას აქციებზე, ეს არ არის ჩემი ჩვევა, ან ვიტყოდი ჩემი როლი, რომ მონაწილეობა მივიღო აქციებში. გამონაკლისი იყო გუშინ, რადგან პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩემი ფიზიკური ყოფნისა ასეთ ღონისძიებებზე, ყველანაირად მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ასეთ ფუნდამენტურ არჩევანს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები