,,ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია”- კარლ ჰარცელი

,,ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია. მაგრამ მასში ასევე გამოხატულია შეშფოთება, ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიაზე,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე.

„მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საბოლოო გადაწყვეტილებები უკრაინის საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. მოდით ნათელი იყოს, ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია. მაგრამ მასში ასევე გამოხატულია შეშფოთება, ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიაზე, თუმცა ამავდროულად ჩამოყალიბებულია ძალიან მკაფიო სამუშაოების სია, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, დაძლიოს ეს შეშფოთება და ნებისმიერი სკეპტიციზმი საქართველოს გულწრფელობის შესახებ, როდესაც საქმე ეხება მის სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს.

ვინაიდან მე არ ვარ ახალბედა პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოში, არ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო და ეს არის ის, რისი მოლოდინის უფლებაც აქვს საქართველოს მოსახლეობას და ამომრჩეველს თავისი პოლიტიკური ელიტისგან, რა თქმა უნდა, ევროკავშირი იქნება იქ, როგორც ადრე, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, გაფართოების პროცესში ბურთი საბოლოოდ, თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა.

,,როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, გამცხადებლების უმეტესობას აღმავლობების და ჩავარდნების თავისი წვლილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად, მათგან მხოლოდ ექვსს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს, თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები