უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს.

„უსაფრთხოება დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტია. რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე აუცილებელია, გაძლიერდეს კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა.

 

მსგავსი თემები