,,გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა? პუტინი თუ დასავლეთი?”- გიორგი ვაშაძე

,,დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის ქართული ოცნება. ისინი ლამობდნენ, რომ ბოლომდე უარი მიგვეღო ჩვენ და ამას ვერ მიაღწიეს. ეს გზავნილი ევროპის მხრიდან არის ქართველი ხალხისთვის. გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა? პუტინი თუ დასავლეთი?”- ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, საქართველო ახლა  დიდი არჩევანის წინაშეა.

,,საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე: ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ “ქართულ ოცნებას”, ან ევროკავშირი და დასავლეთი. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, ვირჩევთ ოლიგარქს ან დასავლეთს, ვირჩევთ რუსეთს ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია, ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი.

დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ამის შემდგომაც ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა. ჯერი არის ქართველ ხალხზე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები