,,შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ რომ არა უკრაინაში ომი, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი”- მამუკა მდინარაძე

,,ნეგატიურ თემებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ამას ვერავინ გაექცევა. ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საქართველო ასოცირებულ ტრიოში არის პირველ ადგილზე და თუკი საუბარია პრობლემებზე, გამოწვევებზე, ომზე, აქ ბოლო ადგილზეა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ევროპამ არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე უკრაინა და მოლდოვა წაახალისა.

„ამ მიმართულებით, სამწუხაროდ შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს უკრაინას; ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემების ის პირველ ადგილზეა. მას სჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა, გარკვეული წახალისება და ევროპამ მასთან მიმართებით ეს სწორი ნაბიჯი გადადგა, ასევე მძიმე მდგომარეობაშია (არა ამდაგვარად) მოლდოვა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია მეგობარი უკრაინიდან. 2.5 მილიონიან ქვეყანაში. იქაც პრობლემები ბევრია, მეტი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და რა თქმა უნდა მასაც სჭირდებოდა გარკვეული წახალისება. მესამე ქვეყანა ესაა საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და გარკვეული დათქმები ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ოღონდ ის დათქმები იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენც გვაქვს და ამ თანაბარი დათქმების პირობებში გადაგვივადეს კანდიდატის სტატუსი მონიჭება, თუმცა ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი, ამიტომ პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა. საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა დღეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები