,,ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ეხმიანება.

,,მივესალმები ევროკომისიის დადებით დასკვნას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რაც აუცილებლად დაგვაახლოებს საბოლოო გამარჯვებასთან. მადლობა პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს და ევროკომისიის თითოეულ წევრს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოსგან დადებით შედეგებს მომდევნო კვირას”, -წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები