,,კომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას მიეცეს კანდიდატის სტატუსი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას იძლევა.

,,მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები