,,მოლოდინი მაქვს, რომ სტატუსს მოგვანიჭებენ”- დავით სერგეენკო

,,მე არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და ამოცანები დაგვიწესოს ევროკავშირმა,”- ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს განცხადებით, სავარაუდოდ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული პირობები და დათქმები იქნება, კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.

,,რა შეფასებაც არ უნდა იყოს, მჯერა, ჩვენი მიმართულება, მოძრაობა ამით არ უნდა შეიცვალოს და ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. სტატუსის მინიჭება ალბათ, ყველა შემთხვევაში პირობებით იქნება, რადგან ყველაფერს რომ ვაკმაყოფილებდეთ, მაშინ არა კანდიდატის, არამედ წევრის სტატუსზე იქნებოდა საუბარი. პირობები, დათქმები ალბათ, იქნება, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ სტატუსს მოგვანიჭებენ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და ამოცანები დაგვიწესოს ევროკავშირმა,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები