,,ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არის ძალიან ცუდი, არამეგობრული”- შალვა პაპუაშვილი დავით არახამიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დავით არახამიას განცხადება ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოფიციალური პირები უბრალოდ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას აზიანებს.

„სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა და ვხვდებით, რომ განმარტებებიც კი აღარ არის საჭირო, რომ ვიცოდეთ, რამხელა ტყუილთან გვაქვს საქმე. განმარტება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არის ძალიან ცუდი, არამეგობრული და თავის თავში აჩვენებს, რომ კავშირები, რომლებიც არსებობს ჩვენ შიდა პოლიტიკასა და უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის, ვნებს როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ასევე საერთო ჯამში მთლიანად ატმოსფეროს აფუჭებს. ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება რასაც ამ კომენტარებში ვხედავთ, მიუღებელია. ერთადერთი, ვის იმიჯსაც ეს განცხადებები ლახავს, არის თავად განმცხადებლის იმიჯი. როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ოფიციალური პირები უბრალოდ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, ერთხელ და ორჯერ შეიძლება ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს, მაგრამ მესამედ უკვე ასეთი ტყუილები აღარ გადის. ეს სამწუხაროა, რადგან უკრაინა ომშია და მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლების სიტყვების მიმართ ნდობა არსებობდეს. თავისთავად, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება აჩვენებს, რომ საკუთარ პოზიციას არასერიოზულად უდგებიან“, – აღნიშნა  პაპუაშვილმა.

დავით არახამიას განცხადებით, სანქციების ასარიდებლად რუსეთის მოქალაქეები ქართულ კომპანიებს იყენებენ

 

 

მსგავსი თემები