,,უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია”- რუმინეთის პრეზიდენტი

,,უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად , – აღნიშნილი განცხადება  რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში გამართულ  პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რუმინეთის პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ყოყმანის დრო არ არის და პარტნიორებს მხარდაჭერის გაძლიერება სჭირდებათ.

„ეს ჩვენს შესაძლებლობებს ეხება, ავაშენოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში. ყოყმანისთვის დრო აღარ რჩება. ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ მათ მედეგობის ჩამოყალიბებაში და გაუმკლავდნენ როგორც ჩვეულებრივ, ისე ჰიბრიდულ გამოწვევებს“,- განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

მსგავსი თემები