,,ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია კონსენსუსზე”- ლიეტუვის ელჩი

,,ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია კონსენსუსზე,”- ამის შესახებ  საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს შეკრება ასახავს ევროპაში ზოგად განწყობას – ჩვენ ვსარგებლობთ ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა დემოკრატია, მშვიდობიანი შეკრებები, ჩვენი ღიმილი და საუბრები მომავალზე. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, ყველაფერი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, თქვენზე, თქვენს სახელმწიფოზე და ამ სახელმწიფოს მოსახლეობაზე, რომელსაც სურს ევროკავშირთან დაახლოება. ჩვენ, ვილნიუსში არანაირი ეჭვი არ გვაქვს, რადგან ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია კონსენსუსზე, კონსენსუსი კი ზოგჯერ არ არის ყველაზე მარტივი ვარიანტი, თუმცა ეს ყველაზე აუცილებელი ვარიანტია.

ასე რომ, ვისურვებ სწორ გადაწყვეტილებას და სწორ კონსენსუსს მომავალ კვირას, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ აპლიკანტ ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესის შედეგად ხელშესახები შედეგების მისაღწევად, საჭიროა ყველა მხარის ჩართულობა. ჩვენ ევროკავშირის შიგნით მრავალი ქვეყნის მზადყოფნას ვხედავთ. ასე რომ, მოდით, დაველოდოთ. მოდით, ვიმუშაოთ ეთად, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ერთი კვირა. ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ჩვენს ქვეყანას ბევრის მიღწევა შეუძლია. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის“, – განაცხადა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ.

მსგავსი თემები