,,საქართველო შეძლებს მთელი გზის გავლას და გახდება ევროკავშირის წევრი“- ჰუბერტ ქნირში

„არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დიდი ნაბიჯი, თუ უფრო პატარა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პროგრესი იქნება ხალხის მხარდაჭერითა და პოლიტიკური ძალების, მთავრობისა და ოპოზიციის სრული ჩართულობით, საქართველო შეძლებს მთელი გზის გავლას და გახდება ევროკავშირის წევრი“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე განაცხადა.

გერმანიის ელჩის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია იმის ხილვა, რომ ქართველები აქციაზე გამოდიან ქვეყნის ევროპული გზის მხარდასაჭერად.

„ეს არ არის არც მთავრობის და არც ოპოზიციის შეკრება, ეს არ არის რამის მხარდამჭერების ან მოწინააღმდეგეების შეკრება. მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ისინი ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირს. მათ სურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და როგორც მესმის, ამას ელოდებიან პოლიტიკური პარტიებისგან“, – აღნიშნა ქნირშმა.

მსგავსი თემები