,,ევროკავშირის სტატუსზე ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს”- სალომე ზურაბიშვილი

,,მე თუ გამოვედი სიტყვით და გამოვედი აქ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს იმ შედეგებთან მიმართებით, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა , ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პასუხიხისმეგბლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ხვალინდელი რეკომენდაციები ალბათ გვაჩვენებს, რა მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. ცხადია, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს მე აქ ვარ რიგითი მოქალაქე, არ ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ზოჯერ უნდა ვისწავლოთ, რომ მოქალაქეობრივი ვალი არის თავისუფლად აზრის გამოხატვა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები