,,შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ”- კარლ ჰარცელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი, ევროპის მოედანზე გამართულ აქციაში მონაწილეობს. ჰარცელის განცხადებით,  ევროკომისია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით თავის შეფასებას ხვალ გამოაქვეყნებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ჯერ კიდევ არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია თავის მოსაზრებებს. როგორც მესმის, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ ამაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ისინი გასაჯაროვდება. როგორც ვიცით, ეს მოსაზრებები, რომლებიც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, შემდგომ განხილული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ერთ კვირაში, ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება.  ჩემთვის შეუძლებელია, გავაკეთო კომენტარი შეფასებასთან დაკავშირებით დღეს, თუმცა მე ვაპირებ ამასთან დაკავშირებით განცხადების ხვალ გაკეთებას, როდესაც ვიხლავთ მათ გამოქვეყნებულს, ასევე ვაპირებ მათ შესახებ დისკუსიაში წვლილის შეტანას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები