,,ოპოზიციის ლიდერებს შეხედეთ, რამდენს აქვს შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ“- ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მამამისს უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლისთვის რუსეთიდან.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლები შემოსავალს იღებენ რუსეთიდან, მაგრამ ისინი ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ ამავდროულად.

„ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტები. თუ მას შეიძლება, არ ვიცი კანონიერად არ ვიცი როგორ, ერიცხებოდეს რუსეთიდან ფული, ეს ნორმალურია, მაგრამ ვიღაც თუ წავა რუსეთში რაღაცის გასაკეთებლად ან შეიძლება ვიღაცას ერიცხებოდეს ფული რაღაცისგან, თუ მის პოლიტიკურ ნავში არ ზის, სანქცირებისა და ბულინგის ქვეშ უნდა მოჰყვეს? სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ის დაბალი მორალური პოლიტიკური დონე, რითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ოპოზიციის ლიდერებს შეხედეთ, რამდენია დღესაც რუსეთის მოქალაქე, რამდენს აქვს ბიზნესები და შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ისინი ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

https://mcm.ge/151270/

მსგავსი თემები