,,20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული მასობრივ საფლავებში”- მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქის მასობრივ საფლავებში 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული. ანდრიუშენკოს ცნობით, მარიუპოლის მოსახლეობას არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისები.

,,ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული მასობრივ საფლავებში. ასევე, უცნობია, კიდევ რამდენია ნანგრევების ქვეშ. ეს ყველაფერი ამბობს, რომ უბრალოდ არ არსებობს სამედიცინო სისტემა. არ არის წამალი, არ არის აღჭურვილობა”,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

 

მსგავსი თემები