20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება

ქვეყანაში სტაბილური  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.

პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.

„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები