დღე ევროპისთვის – 19:00 საათზე პრეზიდენტი ყველას ეპატიჟება     

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებით ევროპის ნხარდამჭერი აქცია იმართება. პრეზიდენტი აქციაზე ყველას იწვევს, როგორც რიგით მოქალაქეს. პრეზიდენტის მიწვევას ევროპელი დიპლომატები გამოეხმაურნენ და დააანონსეს, რომ ისინი ევროპის მოედანზე იქნებიან.

„იქ არც სიტყვები იქნება, არც პლაკატები, არც განცხადებები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ, იმღერონ. დანარჩენები იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, კი არ გვინდა იქ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია. ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 19:00 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო, მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, მოვიდეს ჩვენთან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემოგვიერთდნენ“ – ასეთია პრეზიდენტის გზავნილი.

აქციაზე მისვლას მმართველი გუნდი არ აპირებს. პრეზიდენტის მოწოდებას არც ოპოზიცია უერთდება.

 

მსგავსი თემები