დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ამ მხრივ რამდენიმე რეგიონია აქტიური, თუმცა, დაავადება კარგად იმართება.

„ყირიმ-კონგოს შემთხვევები საქართველოში სამწუხაროდ, ყოფელ წელს ფიქსირდება. არის რეგიონები, სადაც ამ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია – სამცხე-ჯავახეთს ვგულისხმობ. ეს დაკავშირებულია საველე სამუშაოებთან., ქვეყანას ყირომ-კონგოს ცხელების მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. შემთხვევები კიდევ დაფიქსირდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაავადებას ძალიან მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ამ მძიმე დაავადების მართვას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია.

მსგავსი თემები