„შესაძლებელია, „მაიმუნის ყვავილის“ ერთეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდეს“ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის –  ივანე ჩხაიძის განცხადებით, შესაძლოა, „მაიმუნის ყვავილის“ ერთეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდეს, თუმცა, შემთხვევები მასშტაბური არ იქნება.

როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მართალია ვირუსი მსოფლიოს 28 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა, მას მასიური გავრცელება არ აქვს.

„მაიმუნის ყვავილი“ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, მხოლოდ ის ვირუსი წარმოადგენს საყოველთაო  საფრთხეს, რომელიც ხასიათდება იოლი გადამდებლობით. „მაიმუნის ყვავილი“ კი ასეთ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მისი გადადებისთვის აუცილებელია მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი. სრულიად განსხვავებული კორონავირუსისგან, სადაც ერთწუთიანი კონტაქტიც კი საკმარისი იყო დაინფიცირებისთვის. „მაიმუნის ყვავილი“ დაფიქსირებულია მსოფლიოს 28 ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი. რის გამოც მიიპყრო მან ასეთი დიდი ყურადღება, არის მისი გავრცელება არაენდემურ ზონაში“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც პროფესორი განმარტავს, სულ 4 ქვეყანაა, სადაც შემთხვევათა რაოდენობა 100-ზე მეტია.

„ეს ქვეყნებია:  დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ესპანეთი და გერმანია. ყველა სხვა ქვეყანაში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. შესაძლებელია, 1-2 შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდეს. გავრცელების თვალსაზრისით შესაძლოა ქვეყნების ჩამონათვალი დიდი იყოს, თუმცა, რაოდენობრივად ეს არ არის ბევრი“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემმედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები