,,დღეები დარჩა, რომ ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი“- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ვერავინ დაემალება იმ სიმართლეს რომელსაც ხალხი ითხოვს. მისი თქმით, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.

„საქართველოს მთავარი, ყველაზე დიდი თავის ტკივილი არის ბიძინა ივანიშვილი. საქმეს აფუჭებენ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ერთად. ისინი ცალ-ცალკე არ მოქმედებენ და ამ ილუზიას ვერავის შეუქმნიან. ბოლო დღეებში ათასობით ადამიანს შევხვდი და ყველაფრის ლუსტრირება ხდება. რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტი დავალებულია ივანიშვილის მხრიდან, რადგან მან მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ დაემალება იმ სიმართლეს, რომელსაც ხალხი ითხოვს. დღეები დარჩა, მაქსიმუმ კვირები იმისთვის, რომ ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები