,,მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას”- რუმინეთის პრეზიდენტი

,,ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება, მალე უნდა მოხდეს“,- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კონსტანცაში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამივე ქვეყანამ უნდა მიიღოს სარგებელი ოპტიმალური სტრუქტურიდან, დამსახურებისა და რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის შესაბამისად.

„ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განცხადებებთან დაკავშირებით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სახელმწიფოების ევროპულ ინტეგრაციას. რუმინეთის თვალსაზრისით, ამ სამმა ასპირანტმა უნდა მიიღოს სარგებელი ოპტიმალური სტრუქტურიდან რეფორმების განხორციელების პროცესისთვის და ერთიანი მიდგომისთვის, მათი დამსახურებისა და რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის შესაბამისად“, – განაცხადა იოჰანისმა.

მსგავსი თემები