,,16-ში ვისაც გინდათ, მიბრძანდით, 20-ში კი, ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს. მისი თქმით, ვისაც არ უნდა უნდოდეს განხეთქილების შემოტანა, ამის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.

,,ნებისმიერს, ვისაც მისვლა უნდა, შეუძლია, მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ 20-ში არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, რაც მეტი კონტაქტი უკეთესი. ჩვენ მთელ საქართველოში დავდივართ და შეგიძლიათ, ნახოთ, ათასობით ადამიანს ვეხმიანებით, ვაძლიერებთ და განსაკუთრებით სამეგრელოში იგრძნობა ევროპული, საოცარი მზაობა და სურნელი, რომლისთვისაც მზად არის საქართველო, რომ იბრძოლოს.

დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს, უნდათ, რომ გზას აგვაცდინონ. ჩვენ ამ გზას არ ავცდებით არც ერთ შემთხვევაში. სავარაუდოდ ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის შემდეგ შეიძლება, მოგვიწიოს, ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ მიბრძანდით, 20-ში ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე. მე 20-ში ბრიუსელში ვარ და ხალხთან შეხვედრის მტკიცებულებები ჩამაქვს ევროპარლამენტარებთან, ყველგან ყველა ერთად უნდა ვიყოთ. ვისაც არ უნდა უნდოდეს განხეთქილების შემოტანა, რაღაც სხვა პროცესების დაწყება, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები