,,ვერ ვისწავლეთ პარტიის ვიწრო ჭუჭრუტანის იქით დავინახოთ მოვლენები”- ალეკო ელისაშვილი

,,პოლიტიკოსების პრობლემაა, რომ ვერ ვისწავლეთ პარტიის ვიწრო ჭუჭრუტანის იქით დავინახოთ მოვლენები,” – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი 16 და 20 ივნისს დაგეგმილ აქციებში მონაწილეობას მიიღებს.

,,ლოგიკას უნდა მივყვეთ, თუ გვინდა, რომ გარკვეული გავლენა მოვახდინოთ ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, რომელიც 17 ივნისს იქნება, მაშინ მანამდე უნდა შევიკრიბოთ, მანამდე არის 16 ივნისი. 20- შიც შევიკრიბოთ, 20 ივნისსაც მივალ, ისედაც ვაპირებდი მისვლას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. 20- შიც და 16- შიც გვერდით ვიქნები როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და არა წინ, როგორც მედროშე. 20 ივნისთან დაკავშირებით მაქვს ჩემი განცხადებები, ჩემი პროტესტი და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დამიძახებს, ვინ არ დამიძახებს, ვინ არის ორგანიზატორი, ისე მწარედ და მტკივნეულად მახსოვს 20 ივნისი, 20 ივნისს პირველ რიგში მივალ იმისთვის, რომ გავაპროტესტო რაც მაშინ მოხდა,”- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები