,,არ მგონია, სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებენ „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი”- სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართავს ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა.

სოზარ სუბარის განმარტებით, მმართველი გუნდი აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ამას არ სჭირდება ახალი დადასტურება აქციებით. როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, არამგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებენ „სირცხვილია“ „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილი და რა თქმა უნდა შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მსგავსი თემები