,,ვინც დაბადებულია 1980 წლამდე და გაკეთებული აქვს ყვავილის აცრა, დაცულია მაიმუნის ყვავილისგან”- ივანე ჩხაიძე

,,ყველა ის ადამიანიმ ვინც დაბადებულია 1980 წლამდე და გაკეთებული აქვს ყვავილის აცრა, ისინი გარკვეულწილად დაცულები არიან  მაიმუნის ყვავილისგან,”- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, ,,მაიმუნის ყვავილი” არ მიეკუთვნება ისეთი ვირუსების კატეგორიას, რომელიც მარტივად და ხანმოკლე კონტაქტის შედეგად გადადის.

,,მაიმუნის ყვავილი ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა რამდენად აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მხოლოდ ის ვირუსი შეიძლება წარმოადგენდეს საყოველთაო საფრთხეს, რომელიც ხასიათდება იოლი გადადებით. ,,მაიმუნის ყვავილი” არ მიეკუთვნება ასეთი ვირუსების კატეგორიას, მისი გადაცემისთვის აუცილებელია მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი, განსხვავებით კორონავირუსისგან.სულ 1300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული მსოფლიოს 28 ქვეყანაში,”- აღნიშნა ივანე ჩხაიძემმედიაცენტრ მთავარში.

ამასთან, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლოა საქართველოში ,,მაიმუნის ყვავილის” ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდეს.

,,სავსებით შესაძლებელია საქართველოშიც ერთი ან ორი შემთხვევა დაფიქსირდეს. რაც შეეხება რამდენად არის საქართველო დაცული, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას. გარკვეული დაცვითი მნიშვნელობა აქვს ვაქცინას, რომელიც საქართველოში 1980 წლამდე პერიოდში ტარდებოდა, ვგულისხმობ ყვავილის საწინააღმდეგო აცრას. ყველა ის ადამიანი ვინც დაბადებულია 1980 წლამდე და გაკეთებული აქვს ყვავილის აცრა, ისინი გარკვეულწილად დაცულები არიან ( მაიმუნის ყვავილისგან),”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები