,,ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები”- ჰუბერტ ქნირში

 საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირში სალომე ზურაბიშვილის მიმართავს ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ჰუბერტ ქნირში პრეზიდენტის ინიციატივას უერთდება და ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას დაესწრება.

„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

მსგავსი თემები