,,ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში, პასუხისმგებლობა გერმანიის კანცლერს ეკისრება. მისი თქმით, უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად მეტი იარაღი სჭირდება.

„ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შევძლებდით რუსების დამარცხებას და ჩვენი ქვეყნიდან განდევნას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები