პრეზიდენტი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მეთაურს ოფიციალური წერილით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს პერსონალური წერილით მიმართავს და დაუსაბუთებს, თუ რატომ იმსახურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს.

„მივმართავ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის გადაწყვეტილების დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცებიც გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, გაითვალისწინოს, რომ ეს ხალხი იმსახურეს მისი 30-წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას და ეს დღე დგება ახლა. ხვალვე, ასევე მე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით თითოეული, 27 წევრი ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები