„16 ივნისს ყველანი ერთად ევროპის მოედნიდან რიყეზე“  – სალომე ზურაბიშვილი

„ერთიანობა, სხვა გამოსავალი ჩვენ ერ გვაქვს. დეჟავუც მაქვს – არა იპოდრომზე მოსვლას“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლებას, ოპოზიციას და ნებისმიერ მოქალაქეს ევროპის მოედანზე ეპატიჟება.

„ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ. პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან, ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ასევე, 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი, ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა მოვა, როგორც რიგით მოქალაქე.

იქ არც სიტყვები იქნება, არც პლაკატები, არც განცხადებები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ, იმღერონ. დანარჩენები იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, კი არ გვინდა იქ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია. ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 19:00 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო, მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, მოვიდეს ჩვენთან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემოგვიერთდნენ.

ვთხოვ ყველა პარტიას, ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, მოვიდეს. გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცველებს ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იყოს მიღებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები