„უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება“ – პრეზიდენტი ნიკა გვარამიაზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაკავება უდროო და მძიმე ფორმა იყო. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, თუ შედეგიანი პოლიტიკა გვინდა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.

„შეიძლება ვახსენოთ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას – კი. თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.

ასევე, აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა – ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება ისე, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან.

„არც მეგობარი გვყავს და არც მოკავშირე, ვინც ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს“ – სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები