„არც მეგობარი გვყავს და არც მოკავშირე, ვინც ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას უმოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ეჭვებს აჩენს.

„კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა – სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? თუნდაც ის რაც გააკეთა მოლდოვამ, ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც არავის მოუთხოვია არც მისგან და არც ჩვენგან მეტი სანქციები. არც ომში ჩართვა მოუთხოვია მისგან არავის და არც ჩვენგან. მაგრამ, მოლდოვამ შეძლო ის, რაც როგორც ჩანს, ჩვენ გვიჭირს. შეძლო გაჩუმება და მუშაობა  ევროპის ყველა დედაქალაქში, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია და ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნების და მზადყოფნის შესახებ“ -აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ წუთებში მედიას ხვდება.

მისივე შეფასებით, ამგვარი საქციელით, საქართველოს მხარდამჭერიც არ შერჩა.

„ამ ყველაფერმა მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი და არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 „ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო“ – სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები