რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზით მიწოდებას 40 პროცენტით ამცირებს

„გაზპრომის“ განცხადებით რუსეთი 40 პროცენტით ამცირებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას.

„გაზპრომი“  დღიურად 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას შეძლებს. მიზეზი გერმანული კონცერნის – „სიმენსის“ მხრიდან საჭირო ნაწილების დაგვიანებაა.

„კომპანია „სიმენსის“ მიერ ბუნებრივი აირის სატუმბი დანადგარის სარემონტოდან დაბრუნების დაგვიანებასთან დაკავშირებით, დანადგარის სარემონტო ვადის ამოწურვისა და ძრავების ტექნიკური გაუმართაობის გამო, „პორტოვაიას“ სადგურზე შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის მხოლოდ სამი სატუმბი დანადგარის გამოყენება“, – ნათქვამია ,,გაზპრომის” განცხადებაში.

კომპანიამ პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს და ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა.

მსგავსი თემები