რუსეთი სევეროდონეცკის აზოტის ქარხანაში ჩარჩენილ უკრაინელებს ევაკუაციას სთავაზობს

რუსეთი სევეროდონეცკის ქარხანაში ჩარჩენილ უკრაინელებს ევაკუაციას სთავაზობს. არსებული ინფორმაციით,  რუსული მხარე სევეროდნეცკის აზოტის ქიმიურ ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, შექმნის ჰუმანიტარულ დერეფანს.

,,ჰუმანურობის პრინციპების ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები მზად არიან მოაწყონ ჰუმანიტარული ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის,”- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები